ეს საიტი ასევე ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე. გახსენით ინგლისურად
KVM  ·  NVMe SSD  ·  root წვდომა

VPS სერვერი root წვდომით

სწრაფი, საიმედო, მაღალი წარმადობის VPS სერვერები სრული Root წვდომითა და საათობრივი ბილინგით

თვეში 19.99₾-დან საათობრივი ბილინგი

  • სრული root წვდომა
  • 99.9% Uptime გარანტია
  • NVMe SSD დისკები
  • 24/7 მხარდაჭერა

VPS სერვერის ფასი

აირჩიეთ წინასწარ შედგენილი პაკეტები ან შექმენით თქვენს საჭიროებაზე მორგებული კონფიგურაცია

ყველა პაკეტში შედის

  • IPv4 მისამართი
  • მართვის კონსოლი
  • მზა ოპერაციული სისტემები
  • SSH & VNC კონსოლი
  • Firewall მართვა
  • სამაშველო რეჟიმი
  • შიდა ქსელი (Private Networking)

ყველა პაკეტში შედის

  • IPv4 მისამართი
  • მართვის კონსოლი
  • მზა ოპერაციული სისტემები
  • SSH & VNC კონსოლი
  • Firewall მართვა
  • სამაშველო რეჟიმი
  • შიდა ქსელი (Private Networking)

ყველა პაკეტში შედის

  • IPv4 მისამართი
  • მართვის კონსოლი
  • მზა ოპერაციული სისტემები
  • SSH & VNC კონსოლი
  • Firewall მართვა
  • სამაშველო რეჟიმი
  • შიდა ქსელი (Private Networking)
VPS კონფიგურაცია

შექმენით თქვენზე მორგებული ვირტუალური სერვერი

შექმენით თქვენს მოთხოვნებზე მორგებული VPS სერვერი და გადაანაწილეთ რესურსები საჭიროებისამებრ

ოპერაციული სისტემა

მოგვიანებით პანელიდან სხვა სისტემით ხელახლა დაინსტალირება შეგიძლიათ.

· თქვენი კონფიგურაცია
× vCPU
GB
GB NVMe
მაქსიმალური ფასი /თვე
გაგრძელება ამ კონფიგურაციით

ჯერ შეხვალთ ან შექმნით ანგარიშს — ეს კონფიგურაცია თან გამოგყვებათ.

ინდივიდუალურ კონფიგურაციას სჭირდება ბალანსი პირველი 24 საათის დასაფარად.

ბილინგი

მოქნილი საათობრივი ბილინგი

შექმენით, გატესტეთ, წაშალეთ - სწრაფად და მარტივად, მინიმალური დანახარჯით

  1. ბილინგი სერვერთან ერთად იწყება

    თქვენი VPS იქმნება ავტომატურად და აღრიცხვა იმავე წუთიდან იწყება — არანაირი ჩართვის საფასური, მინიმალური ვადა ან დაფარული ხარჯი

  2. ერიცხება საათობრივად, ბალანსიდან

    საათობრივი ტარიფი არის თვიური ფასი გაყოფილი 480 საათზე და ჩამოიჭრება წინასწარ შევსებული ბალანსიდან. ბარათიდან ფონურად არაფერი იჭრება.

  3. არასდროს თვიურ ფასზე მეტი

    საათობრივი ბილინგის შემთხვევაში აღრიცხვა ჩერდება 20 დღის შემდეგ, სერვერის 30 დღით გამოყენების შემთხვევაშიც კი იხდით მხოლოდ თვიურ ღირებულებას

  4. ბილინგის შეჩერება

    სერვერის საფასურის აღრიცხვა ხდება მაშინაც კი როცა ის გამორთულია რადგან თქვენთვის გამოყოფილი რესურსები არ თავისუფლდება. აღრიცხვის შესაჩერებლად აუცილებელია წაშალოთ სერვერი

მაგალითად

Intel VPS Budget სამი დღით ჩართული

თვიური ფასი
₾19.99
საათობრივი ტარიფი
₾0.042
72 საათი
₾3.00

იგივე სერვერი მთელი თვე რომ იმუშაოს, ₾19.99-ზე გაჩერდება — ეს ზედა ზღვარია და არა უფრო დიდი ანგარიში.

VPS სამართავი პანელი

მარტივი მართვა, სრული კონტროლი

მარტივი და მოქნილი VPS სამართავი პანელი ყველა საჭიროებისათვის

VNC კონსოლი და ვებ ტერმინალი

დაუკავშირდით VPS მარტივად ნებისმიერი SSH კლიენტის მეშვეობით, გამოიყენეთ ჩვენი ვებ ტერმინალი ან პირდაპირი მიერთების VNC კონსოლი

ჩართვა და გადატვირთვა

ჩართეთ, გამორთეთ, გათიშეთ ან გადატვირთეთ სერვერი პირდაპირ VPS სამართავი პანელიდან მარტივად ერთი დაჭერით

ბექაფები და სნეპშოთები

მარტივად მართეთ სნეპშოტები და ბექაფები, შექმენით სნეპშოტი ერთი დაჭერით და აღადგინეთ სრული VPS ერთი დაჭერით

სამაშველო რეჟიმი

ჩატვირთეთ სამაშველო რეჟიმი სისტემის დაზიანების, არასწორი fstab-ის ან დაბლოკილი კონფიგურაციის გასასწორებლად — სრული კონტროლი ნებისმიერ დროს

ხელახალი ინსტალაცია და root პაროლი

ხელახლა დააინსტალირეთ ოპერაციული სისტემა სხვა დისტრიბუციით ან შეცვალეთ root პაროლი, როცა დაგჭირდებათ. ბილეთი საჭირო არაა.

სტატისტიკა და მონიტორინგი

მარტივად შეამოწმეთ რესურსების გამოყენება და დატვირთვა — CPU, RAM, დისკი, ტრაფიკი და ქსელის სისწრაფე. სრული აქტივობის ჟურნალი — რა მოქმედება შესრულდა სერვერზე და ვის მიერ.

ჩვენთან მიიღებთ

  • KVM ვირტუალიზაცია რეალური იზოლაცია, საკუთარი ბირთვი
  • NVMe SSD დისკები არსად გვაქვს მბრუნავი დისკები
  • 1 Gbps პორტი ყველა პაკეტში
  • გამოყოფილი IPv4 ერთი მისამართი შედის
  • დატაცენტრი გერმანიაში ჩვენივე გამოყოფილი აპარატურა
  • 99.9% Uptime გარანტია 24/7 მონიტორინგი
  • მხარდაჭერა თბილისიდან ქართულად ან ინგლისურად, ბილეთით ან ჩატით

რომელი პაკეტია თქვენთვის შესაფერისი

შეარჩიეთ სასურველი ზომისა და სიმძლავრის სერვერი, გაზარდეთ ან შეამცირეთ რესურსები ნებისმიერ დროს

დასაწყისისთვის

პატარა აპლიკაცია, ბოტი ან სატესტო მანქანა

ხელმისაწვდომი CPU და RAM ზოგადი დანიშნულებისთვის: პატარა პროექტი, ბოტი, სატესტო ასლი, VPN ან საკუთარი ბაზის მქონე საიტი.

Intel VPS დაწყებული 1 vCPU · 2 GB · 50 GB NVMe
პროდაქშენი

მოთხოვნადი საიტები, ბაზები და ბიზნეს აპლიკაციები

პრემიუმ Ryzen წარმადობა დატვირთული სამუშაოებისთვის: აქტიური ვებ აპლიკაციები, ბაზები, რიგის დამმუშავებლები, კონტეინერები და CI ბილდები.

AMD Ryzen VPS დაწყებული 1 vCPU · 2 GB · 70 GB NVMe
დიდი მოცულობა

ბექაპები, მედია და ფაილების ჰოსტინგი

დიდი და ხელმისაწვდომი NVMe მოცულობა ბექაპებისთვის, მედიაბიბლიოთეკებისთვის, ფაილების ჰოსტინგისა და მეხსიერებატევადი აპლიკაციებისთვის.

Storage VPS დაწყებული 1 vCPU · 2 GB · 250 GB NVMe

შეამოწმეთ თქვენი კავშირი ჩვენს სერვერებთან

გაზომეთ რეალური დაყოვნება თქვენს მოწყობილობასა და გერმანიაში მდებარე ჩვენს მონაცემთა ცენტრს შორის — ახლავე, თქვენი საკუთარი კავშირით.

ტიპური დაყოვნება
საუკეთესო
ჯიტერი
ახლომდებარე CDN (შესადარებლად)

ტესტი ზომავს თქვენს სრულ გზას ჩვენამდე, თქვენი Wi-Fi-სა და ინტერნეტ-პროვაიდერის ჩათვლით. ყველაზე ზუსტი შედეგისთვის გამოიყენეთ სადენიანი კავშირი და გააჩერეთ სხვა ჩამოტვირთვები. შედეგები ანონიმურად ინახება (მხოლოდ ქვეყანა და პროვაიდერი, არასოდეს თქვენი IP მისამართი).

5.0
"

უკვე რამოდენიმე თვეა ვარ იდეალური ჰოსტინგის ძიებაში, ყველა ქართული ჰოსტინგი ვცადე და ყველგან ერთი და იგივე. ახლა აღმოვაჩინე Re:Host და ჩემს გაკვირვებას ზღვარი არ აქვს! სიჩქარე, მდგრადობა, სტაბილურობა, და რაც მთავარია FeedBack-ის უმოკლესი დრო!

VPS სერვერი მრავალწლიანი კლიენტი
"

საკმაოდ კარგი სერვისი და ბიუჯეტური მაღალი დონის პაკეტების მრავალი არჩევანი ♥

ღრუბლოვანი ჰოსტინგი ბიუჯეტური პაკეტი
"

რამდენიმე წელია Rehost-ზე ვარ და მართლა კმაყოფილი ვარ — სტაბილური სერვერები, მოსახერხებელი სისტემა და მხარდაჭერა, რომელიც ყოველთვის გეხმარება.

WordPress ჰოსტინგი მრავალწლიანი კლიენტი
"

საუკეთესო ჰოსთინგ პროვაიდერი რომელიც მიცდია. სტაფი ყოველთვის მზადაა რომ დაგეხმაროს ნებისმიერი ხარვეზის დროს 24/7-ზე. მადლობა დიდი რეჰოსთს სრულყოფილი სერვისისთვის!

ღრუბლოვანი ჰოსტინგი 24/7 მხარდაჭერა
"

20-მდე ქართულ და უცხოურ ჰოსტინგ-სერვისს შორის ვარჩევდი საუკეთესოს. თავიდან ქართულ სერვისებს ნაკლებად ვენდობოდი, მაგრამ rehost.ge-მ ჩემი დამოკიდებულება სრულად შეცვალა. სერვისი იმდენად პროფესიონალური და მყარია - ჩემი შეფასებაა 10/10!

WordPress ჰოსტინგი 10/10 შეფასება
"

უკვე რამოდენიმე თვეა ვარ იდეალური ჰოსტინგის ძიებაში, ყველა ქართული ჰოსტინგი ვცადე და ყველგან ერთი და იგივე. ახლა აღმოვაჩინე Re:Host და ჩემს გაკვირვებას ზღვარი არ აქვს! სიჩქარე, მდგრადობა, სტაბილურობა, და რაც მთავარია FeedBack-ის უმოკლესი დრო!

VPS სერვერი მრავალწლიანი კლიენტი
"

საკმაოდ კარგი სერვისი და ბიუჯეტური მაღალი დონის პაკეტების მრავალი არჩევანი ♥

ღრუბლოვანი ჰოსტინგი ბიუჯეტური პაკეტი
"

რამდენიმე წელია Rehost-ზე ვარ და მართლა კმაყოფილი ვარ — სტაბილური სერვერები, მოსახერხებელი სისტემა და მხარდაჭერა, რომელიც ყოველთვის გეხმარება.

WordPress ჰოსტინგი მრავალწლიანი კლიენტი
"

საუკეთესო ჰოსთინგ პროვაიდერი რომელიც მიცდია. სტაფი ყოველთვის მზადაა რომ დაგეხმაროს ნებისმიერი ხარვეზის დროს 24/7-ზე. მადლობა დიდი რეჰოსთს სრულყოფილი სერვისისთვის!

ღრუბლოვანი ჰოსტინგი 24/7 მხარდაჭერა
"

20-მდე ქართულ და უცხოურ ჰოსტინგ-სერვისს შორის ვარჩევდი საუკეთესოს. თავიდან ქართულ სერვისებს ნაკლებად ვენდობოდი, მაგრამ rehost.ge-მ ჩემი დამოკიდებულება სრულად შეცვალა. სერვისი იმდენად პროფესიონალური და მყარია - ჩემი შეფასებაა 10/10!

WordPress ჰოსტინგი 10/10 შეფასება
განთავსებულია RE:HOST-ზე
QuickPay UniStore AutoMarket LGC Smugglers Gio Group SafeTrip Puzz Black Sea Travel Neofix QuickPay UniStore AutoMarket LGC Smugglers Gio Group SafeTrip Puzz Black Sea Travel Neofix

დარწმუნებული არ ხართ, რომ root VPS გჭირდებათ?

ხშირად დასმული კითხვები

კითხვები, რომლებსაც VPS-ის შეძენამდე სვამენ

რა განსხვავებაა VPS-სა და ღრუბლოვან ჰოსტინგს შორის?
ღრუბლოვანი ჰოსტინგი გაძლევთ ადგილს სერვერზე, რომელსაც ჩვენ ვმართავთ და cPanel-ით იმართება. VPS კი მთლიანად თქვენი მანქანაა: საკუთარი ოპერაციული სისტემით, საკუთარი რესურსებითა და root წვდომით — დააინსტალირებთ და დააკონფიგურირებთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ. ეს იმასაც ნიშნავს, რომ სერვერის ადმინისტრირება თქვენი საქმეა — თუ ამის სურვილი არ გაქვთ, იხილეთ Managed VPS ან ღრუბლოვანი ჰოსტინგი.
მართლა მივიღებ სრულ root წვდომას?
დიახ. root პაროლსა და SSH წვდომას იღებთ სერვერის შექმნისთანავე, პაროლის შეცვლა ან ოპერაციული სისტემის ხელახლა დაინსტალირება კი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ პანელიდან. არ არსებობს პანელი, რომლის გამოყენებასაც გაიძულებთ, და პროგრამა, რომელსაც დაგიბლოკავთ.
როგორ მუშაობს საათობრივი ბილინგი?
საათობრივი ტარიფი არის თვიური ფასი გაყოფილი 480 საათზე და ჩამოიჭრება თქვენი ბალანსიდან სერვერის არსებობის ყოველ საათზე. კალენდარულ თვეში 480 საათის გავლის შემდეგ დარიცხვა ჩერდება — სერვერის დღე-ღამის განმავლობაში მუშაობა ზუსტად თვიური ფასი ჯდება და არასდროს მეტი.
რა მოხდება, თუ ბალანსი ამომეწურება?
როცა ბალანსი შემდეგი საათის დასაფარად აღარ იკმარებს, სერვერი ჩერდება და არა იშლება. შეტყობინებას გიგზავნით მაშინვე, შემდეგ 24 საათში და კიდევ 48 საათში. თუ შეჩერებიდან 72 საათის შემდეგაც ბალანსი ცარიელია, სერვერი და მისი მონაცემები წაიშლება — ამიტომ მანამდე შეავსეთ ბალანსი ან შექმენით სარეზერვო ასლი.
რომელი ოპერაციული სისტემების დაინსტალირება შემიძლია?
სერვერის შექმნისას ირჩევთ Linux დისტრიბუციას და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სხვა სისტემით ხელახლა დააინსტალიროთ პანელიდან. ხელახალი ინსტალაცია დისკს ასუფთავებს — თუ რაიმეს შენარჩუნება გსურთ, ჯერ სნეპშოტი გადაიღეთ.
შემიძლია მოგვიანებით უფრო დიდ პაკეტზე გადასვლა?
დიახ. პაკეტის შეცვლა პანელიდან შეგიძლიათ: განახლებისას ინვოისი მხოლოდ სხვაობაზე გამოიწერება, დაქვეითება კი შემდეგი განახლების თარიღიდან ამოქმედდება, ასე რომ უკვე გადახდილ დროს არ კარგავთ.
სერვერს ჩემ ნაცვლად თქვენ მართავთ?
root VPS-ის შემთხვევაში არა — ეს მანქანა თქვენი სამართავია, ჩვენ კი მის ქვეშ არსებულ ინფრასტრუქტურას ვუზრუნველვყოფთ: კვანძს, ქსელს, პროვიზიონინგს, სნეპშოტებსა და სამაშველო რეჟიმს. თუ გსურთ, ოპერაციულ სისტემაზე, პანელსა და განახლებებზეც ჩვენ ვიზრუნოთ, სწორედ ამისთვისაა Managed VPS.
სად არის სერვერები და ვინ უზრუნველყოფს მხარდაჭერას?
კვანძები მუშაობს ჩვენსავე გამოყოფილ აპარატურაზე, გერმანიაში მდებარე დატაცენტრში, KVM ვირტუალიზაციით. მხარდაჭერას უზრუნველყოფს ჩვენივე გუნდი თბილისში — ქართულად ან ინგლისურად, ბილეთებითა და ცოცხალი ჩატით თქვენს პანელში.

მზად ხართ შექმნათ საკუთარი სერვერი?

მოქნილი საათობრივი ბილინგი, ხელმისაწვდომი ფასი, მარტივი სამართავი პანელი და შეუზღუდავი root წვდომა თქვენს ვირტუალურ სერვერზე!