OpenClaw საკუთარ VPS-ზე
გაუშვით AI აგენტი საკუთარ სერვერზე და შეარჩიეთ მისთვის სასურველი მოდელი.
დაგჭირდებათ AI სერვისის ანგარიში ან API გასაღები. მოდელის გამოყენების საფასურს თქვენი პროვაიდერი ადგენს.
25.50₾-დან
საფასური საათობრივად ითვლება სერვერის შექმნიდან მის წაშლამდე.
- CPU
- 1 vCPU
- ოპერატიული მეხსიერება
- 2 GB
- დისკი
- 50 GB
შედით ანგარიშში და გააგრძელეთ შეკვეთა. OpenClaw უკვე შერჩეულია.
როგორ დავაკავშიროთ AI სერვისი და შევამოწმოთ OpenClaw Gateway
სერვერზე SSH-ით შედით openclaw მომხმარებლის სახელით და გაუშვით openclaw onboard --install-daemon. ინსტრუქცია იხილეთ ფაილში /root/OPENCLAW-README.txt. აგენტს მხოლოდ ის უფლებები ექნება, რომლებსაც თავად მიანიჭებთ.
საწყისი პარამეტრების გამართვის შემდეგ SSH-ით გაუშვით ეს ბრძანება და შეამოწმეთ, მუშაობს თუ არა OpenClaw Gateway.
openclaw gateway status
მართვის პანელზე შესასვლელად თქვენი კომპიუტერიდან გახსენით SSH ტუნელი. ინსტრუქციას სერვერზე იპოვით ფაილში /root/OPENCLAW-README.txt.
როგორ მუშაობს OpenClaw
OpenClaw ღია კოდის AI აგენტია. VPS-ზე დაყენდება Node.js და OpenClaw, ხოლო აგენტისთვის შეიქმნება ცალკე მომხმარებელი root უფლებების გარეშე. პირველადი გამართვისას თავად ირჩევთ AI სერვისს და აკავშირებთ თქვენს ანგარიშს.
სერვერს SSH-ით დაუკავშირდით და დაასრულეთ აგენტის გამართვა. მართვის პანელს თქვენი კომპიუტერიდან SSH ტუნელით გახსნით. მოდელის გამოსაყენებლად დაგჭირდებათ თქვენი AI პროვაიდერის ანგარიში ან API გასაღები.
ძირითადი შესაძლებლობები
- Node.js ოფიციალური ხელმოწერილი რეპოზიტორიიდან
- აგენტისთვის ცალკე მომხმარებელი იქმნება root უფლებების გარეშე
- მართვის პანელზე დისტანციურად შესვლა SSH ტუნელით
- საკუთარი AI პროვაიდერის ანგარიში ან გასაღები
როგორ დავაყენოთ
- გახსენით VPS-ის კონფიგურატორი. OpenClaw უკვე არჩეულია.
- შეამოწმეთ, გაწყობთ თუ არა შერჩეული რესურსები და ოპერაციული სისტემა.
- შექმენით სერვერი. „OpenClaw“ ავტომატურად დაყენდება სერვერის პირველი ჩატვირთვისას, რასაც რამდენიმე წუთი შეიძლება დასჭირდეს.
ხშირად დასმული კითხვები
რა მჭირდება „OpenClaw“-ის გასაშვებად?
OpenClaw-ის გასაშვებად დაგჭირდებათ VPS, სულ მცირე 2 GB ოპერატიული მეხსიერება და 10 GB ადგილი დისკზე. თავსებადი ოპერაციული სისტემები — Ubuntu / Debian.
როგორ დავაყენო „OpenClaw“ VPS-ზე?
VPS-ის შექმნისას ან სისტემის ხელახლა დაყენებისას აირჩიეთ OpenClaw. აპლიკაცია ავტომატურად დაყენდება სერვერის პირველი ჩატვირთვისას. ამას შეიძლება რამდენიმე წუთი დასჭირდეს. სისტემის ხელახლა დაყენებისას დისკზე არსებული ყველა მონაცემი წაიშლება.
ვინ მართავს აპლიკაციას OpenClaw-ის დაყენების შემდეგ?
OpenClaw-ს RE:HOST აყენებს. შემდეგ აპლიკაციის მართვაზე, განახლებებსა და უსაფრთხოებაზე თავად ზრუნავთ. თუ გსურთ, სერვერი ჩვენ ვმართოთ, გაეცანით Managed VPS-ს.
თითოეულ აპლიკაციას თავისი ლიცენზია აქვს. პროგრამას RE:HOST აყენებს. აპლიკაციის მხარდაჭერაზე, განახლებებზე, სარეზერვო ასლებსა და VPS-ის უსაფრთხოებაზე თავად ზრუნავთ. სახელები და ლოგოები მათ მფლობელებს ეკუთვნის. მართვადი VPS →