RE:HOST უზრუნველყოფს ჰოსტინგს, დომენის რეგისტრაციას, Cloud-სერვისებს და ასევე სხვა სერვისებს რომლებიც შეთანხმებულია მასთან და მომხმარებელთან (“შემდგომში სერვისები”).
ნებისმიერი სერვისის შეკვეთით/გამოწერით და ანგარიშის შექმნით ჩვენთან (“შემდგომში ანგარიში”) თქვენ (“შემდგომში მომხმარებელი”) ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებს და პირობებს. მოცემული წესები და პირობები ვრცელდება REHOST_ის ყველა მომხმარებელზე. ამ წესებში და პირობებში არის განხილული ყველა საბაზისო ასპექტები რომლის მიხედვითაც ჩვენ ვუზრუნველყობთ ჩვენს სერვისებს და ისინი შესწავლილ უნდა იქნას გულმოდგინედ თქვენს მიერ.
1. ანგარიშის შექმნა
1.1. ჩვენ შევქმნით ანგარიშს როგორც კი მივიღებთ თქვენგან მომსახურების თანხას და ჩვენი გადახდის შუამავალი პარტნიორები დაგვიდასტურებენ გადმორიცხვას რომ თავიდან აცილებულ იქნას თაღლითობის შემთხვევა.
1.2. თქვენ ვალდებული ხართ მოგვაწოდოთ თქვენი ელ. ფოსტა რომელიც არ იქნება იმ დომენში რომლის ქვეშაც რეგისტრირდებით. ეს ფოსტა გამოყენებულ იქნება თქვენთან დასაკავშირებლად წესების დარღვევის ან სხვა შემთხვევებში. თქვენ ვალდებული ხართ რომ ეს ელ ფოსტა იყოს სწორი და მუდმივად განახლებული. არასწორი საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში (ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი) კომპანია დავების შემთხვევაში იხსნის პასუხისმგებლობას.
1.3. მაღალი რისკის მქონე ოპერაციების/ტრანზაქციების შემთხვევაში შეიძლება მოთხოვნილ იქნას დამატებით მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მოხდეს გადამოწმება საკრედიტო ბარათის რომლითაც უნდა განხორციელდეს ეს ტრანზაქცია. თუ თქვენ არ აკმაყოფილებთ ამ მოთხოვნებს შეკვეთა შეიძლება ჩაითვალოს თაღლითობად და უარყოფილ იქნას.
1.4. ჩვენი ტექნიკური დახმარება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის რომ დაგეხმაროთ საიტის ჩვენთან გადმოტანაში. თუმცა ტრანსფერის განხორციელება საწყის ეტაპზე მოითხოვს დიდ ძალისხმევას. ჩვენ ვერ მოგცემთ სრულ გარანტიას დაშვებადობაზე, შესაძლებლობაზე და იმ დროზე რომელიც საჭიროა ტრანსფერის დასასრულებლად. ყველა ჰოსტინგ კომპანია არის აწყობილი სხვადასხვანაირად და გარკვეული ჰოსტინგ მონაცემის სარეზერვო ასლი შეიძლება იყოს არათავსებადი გარკვეულ ფორმატებში და ასპექტებში რამაც ტრანსფერის პროცესი შეიძლება ძალიან გაართულოს და ზოგირეთ შემთხვევაში შეიძლება შეუძლებელი გახადოს ინფორმაციის სრული გადმოტანა.
2. არასანქციერბული გამოყენება
2.1. მომხმარებლებმა უნდა გამოიყენონ მიწოდებული სერვისები ისეთი საქმიანობისთვის რომელიც დაშვებულია კანონით. ტრანსმისია, შენახვა, პრეზენტაცია ყველა იმ ინფორმაციის, მონაცემების ან მატერიალების რომელებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, აკრძალულია. იხილეთ ქვემოთმოცემული აკრძალული სერვისების სია:
- არალეგალური მატერიალები – მოიცავს უკანონოდ გამოყენებას ისეთი ნამუშევრების რომელიც დაცულია საავტორო უფლებებით, კომერციული აუდიო, ვიდეო ან მუსიკალური ფაილები და ნებისმიერი ინფორმაცია რომელიც ეწინააღმდეგება რეგულაციებს. ასევე ისეთი ინფორმაცია რომელიც არის მცდარი და მიმართულია მესამე პირის საზიანოდ.
- ვარეზი – მოიცავს პირატულ პროგრამებს, ემულატორებს, ჰაკერულ პროგრამებს, სპამერულ პროგრამებს, პაროლის გამტეხებს, IP სპუფინგ პროგრამებს და ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილს დაშიფრული სახით. ასევე მოიცავს ყველა იმ საიტს რომელიც ამისამართებს შესაბამისი ინფორმაციის შემცველ საიტებზე.
- პორნოგრაფიული შინაარსის კონტენტი, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა პორნოგრაფია.
- კონტენტი რომელიც შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს კანონმდებლობით ამორალურ გარიგებათა ნაირსახეობად, მაგ: პროსტიტუციაზე ხელშეწყობა, ბავშვთა ტრეფიკინგი და სხვა.
- ვებსაიტები რომელიც მოუწოდებენ და/ან ხელს უწყობენ რასიზმს და ტერორიზმს.
- ნებისიერი პროგრამული უზრუნველყოფა რომელიც ურთიერთქმედებს IRC(Internet Relay Chat) ქსელთან.
- ღია Proxy სკრიპტები/ანონიმაიზერები (თუ ის არ იქნება მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის გამოყენებული).
- ღია სურათების ჰოსტინგის სკრიპტები (თუ ის არ იქნება მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის გამოყენებული).
- AutoSurf/PTC/PTS/PPC საიტები.
- IP სკანერები, ბრუტფორს პროგრამები/სკრიპტები/აპლიკაციები.
- Mail ბომბერ/სპამერ სკრიპტები, მასიური მეილების დამგზავნი სკრიპტები.
- Banner-Ad სერვისები (კომერციული banner-ad როტაცია).
- ფაილ ჰოსტინგის სკრიპტები (მსგავსი rapidshare-სი და ა.შ).
- კომერციული აუდიო სთრიმინგი (გარდა ერთი ან ორი სთრიმისა) (მხოლოდ shared ჰოსტინგ მომხმარებლებისთვის).
- ნებისმიერი რეგულირებადი რამის გაყიდვა შესაბამისი უფლებ(ებ)ის არქონის გარეშე.
- თაღლითური საიტები ან რეკომენდაციის ლინკები მათზე(სია შეგიძლიათ იხილოთ escrow-fraud.com).
- ნებისმიერი სახის peer-to-peer მოქმედებები Bit torrent აპლიკაციების ჩათვლით, ტრეკერები ან კლიენტები. თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ სხვა ტორენტ ლინკები თქვენს საიტზე მაგრამ თქვენ ვერ დაჰოსტავთ მათ ჩვენს ჰოსტინგ სერვერებზე.
2.2. ჩვენ არ გვაქვს უფლება დავარედაქტიროთ, განვიხილოთ ან შევცვალოთ თქვენი საიტის კონტენტი თუ ის არ ეწინაარმდეგება წესებს.
2.3. თუ აღმოჩენილ იქნება მომხმარებელი რომელიც იყენებს 2.1 თავში აღწერილ სერვისებს, მოხდება მისი გაფრთხილება ან გაფრთხილების გარეშე ანგარიშის დახურვა. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებული ამორალური გარიგების აღმოჩენა გამოიწვევს გაუფრთხილებლად მომსახურების შეწყვეტას, რაც არ ჩაითვლება ხელშეკრულების პირობების დარღვევად.
3. კომერციული სარეკლამო ელ–ფოსტა (SPAM)/არასასურველი კომერციული რეკლამის შემცველიელ–ფოსტა (UCE)
3.1. თქვენ ეთანხმებით და გესმით რომ არასასურველი მეილების დაგზავნა ჩვენი სერვერებიდან ან მეილ მისამართებიდან რომლებიც განთავსებულია ჩვენს სერვერებზე მკაცრად აკრძალულია და გამოიწვევს ანგარიშის დახურვას დაუყოვნებლივ (გაფრთხილების გარეშე) თანხის დაბრუნების გარეშე.
3.2. თქვენ ეთანხმებით და გესმით რომ გლობალურ შავ სიაში სერვერის მოხვედრის თავიდან ასაცილებლად ჩვენ გვაქვს დაწესებული დღიური ლიმიტი 1000 იმეილი ჰოსტინიგის ყველა ანგარიშზე. მომხმარებელს არ შეუძლია აღნიშნულ რიცხვზე მეტი მეილის გაგზავნა მიუხედავად თავისი მეილ სიებისა. მომხმარებლებს რომელთაც დასჭირდებათ დღიურ ლიმიტზე უფრო მეტი მეილის გაგზავნა ერთჯერადად შესაძლებელია მიეცეთ ამის საშუალება მხოლოდ კვირაში ერთხელ.
3.3. დარღვევის აღმოჩენა: როცა REHOST აღმოაჩენს დარღვევას რომელიც ეწინააღმდეგება მითითებულ წესებს და პირობებს ის დაუყოვნებლივ დაიწყებს მოკვლევას. მოკვლევის პროცესში REHOST_მა შეიძლება მოახდნიოს შეზღუდვა, შეჩერება ან გაუქმება ანგარიშის რადგან არ მოხდეს ამ ქმედების განმეორება მოკვლევის პროცესში.
4. სერვერის რესურსების ბოროტად გამოყენება
4.1. თქვენ ეთანხმებით და გესმით რომ თუ მოხდა თქვენს მიერ თქვენი ანგარიშის მონაცემების გასაჯაროება ან მესამე პირზე გადაცემა REHOST ამ შემთხვევაში თავიდან იცილებს პასუხისმგებლობას ინფორმაციის დაკარგვაზე.
4.2. თუ თქვენ ბოროტად იყენებთ სერვერის რესურსებს 2.1 პუნქტის მიხედვით ჩვენ უფლებას ვიტოვებთ დაუყოვნებლივ გავაუქმოთ თქვენი ანგარიში.
4.3. მომხმარებელს ეზღუდება CPU, RAM რესურსების ლიმიტების გადაჭარბება გარკვეული პაკეტების მიხედვით. თუ მომხმარებელის მხრიდან ხდება მინიჭებული ლიმიტების პიკური გამოყენება ამ შემთხვევაში ჩვენის მხრიდან მოხდება მათთან დაკავშირება და ზედა პაკეტების შეთავაზება. თუ ვერ მოხერხდება ურთიერთშეთანხმება REHOST_სა და მომხმარებელს შორის მაშინ REHOST იხსნის პასუხისმგებლობას მომხმარებლის ანგარიშზე არსებული სერვისების გამართულად მუშაობაზე. მომხმარებელს აქვს საშუალება მონიტორინგი გაუწიოს მისივე რესურსებს ჩვენი მართვის პანელებიდან და დარწმუნდეს ჩვენი შეთავაზების აუცილებლობაში.
5. არხის გამტარობის (Bandwidth) გამოყენება
5.1. არცერთი მომხმარებელი არ არის შეზღუდული არხის გამტარობის გამოყენებაზე მაგრამ თუ კონკრეტული მომხმარებლები ჰოსტინგზე პრობლემას უქმნიან სხვა მომხმარებლებს ამ შემთხვევაში მოხდება მისი ანგარიშის შეჩერება წინასწარი გაფრთხილების საფუძველზე.
6. სარეზერვო ასლები და ბექაფირება
6.1. REHOST აწარმოებს ყველა მომხმარებლის ინფორმაციის სარეზერვო ასლების შენახვას დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში. სარეზერვო ასლების აღება ხდება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად/ყოველთვიურად. ყველა სარეზერვო ასლი შენახულ იქნება 3 თვის განმავლობაში.
6.2. ყველა სარეზერვო ასლი შენახულ იქნება როგორც ლოკალურად იმავე დატაცენტრში ასევე სხვა დაშორებულ დატაცენტრში რაც გამორიცხავს ინფორმაციის დაკარგვას მაქსიმალურად.
6.3. მომხმარებელი თანახმაა იმაზე რომ REHOST არ მოახდენს მისი აუდიო და ვიდეო ფაილების ყოველდღიურ რეზერვაციას. მითითებული ფაილები იგნორირებულ იქნება რეზერვაციის დროს.
6.4. REHOST იწყებს ყოველდღიური სარეზერვო ასლების აღებას 00:00 საათიდან.
6.1. REHOST აწარმოებს ყველა მომხმარებლის ინფორმაციის სარეზერვო ასლების შენახვას დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში. სარეზერვო ასლების აღება ხდება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად/ყოველთვიურად. ყველა სარეზერვო ასლი შენახულ იქნება 6 თვის განმავლობაში.
6.2. ყველა სარეზერვო ასლი შენახულ იქნება როგორც ლოკალურად იმავე დატაცენტრში ასევე სხვა დაშორებულ დატაცენტრში რაც გამორიცხავს ინფორმაციის დაკარგვას მაქსიმალურად.
6.3. მომხმარებელი თანახმაა იმაზე რომ REHOST არ მოახდენს მისი აუდიო და ვიდეო ფაილების ყოველდღიურ რეზერვაციას. მითითებული ფაილები იგნორირებულ იქნება რეზერვაციის დროს.
6.4. REHOST იწყებს ყოველდღიური სარეზერვო ასლების აღებას 00:00 საათიდან.
6.5. 90 კალენდარული დღის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში ანგარიში იშლება სერვერიდან და მისი აღდგენა შეიძლება ვეღარ მოხერხდეს.
7. მომსახურების შეზღუდვა/შეწყვეტა/აღდგენა
7.1 REHOST უფლებამოსილია სრულად ან ნაწილობრივ შეუზღუდოს აბონენტს მომსახურების მიწოდება:
7.1.1 მომსახურების საფასურის (სააბონენტო გადასახდელი, დამატებითი სერვისის საფასური ან სხვა საფასურის)
დადგენილ ვადაში გადაუხდელობის ან მომსახურების პაკეტის ვადის გასვლის/მოცულობის ამოწურვის
შემთხვევაში;
7.1.2 „კეთილსინდისიერი სარგებლობის წესების“ დარღვევისას;
7.1.3 ოპერატორის მიერ აბონენტისთვის გაწეულ ნებისმიერ სხვა მომსახურებაზე დავალიანების არსებობისას, გარდა იმ
შემთხვევისა თუ აბონენტს მომსახურება წინასწარ აქვს შეძენილი;
7.1.4 ხელშეკრულების პირობის დარღვევისას;
7.1.5 კონკრეტული მომსახურების/დამატებითი სერვისის გაუქმების ან მისი მოდიფიცირებისას ან თუ კონკრეტულ
ტერიტორიაზე ობიექტური მიზეზების გამო ოპერატორს აღარ ექნება მომსახურებას მიწოდების შესაძლებლობა;
7.1.6 REHOST მიიღებს შესაბამისი მოთხოვნის შემცველ შეტყობინებას უფლებების მფლობელი პირისგან ან/და
შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსგან, იმის თაობაზე რომ აბონენტის მიერ ხორციელდება იმ მონაცემების თუ
ნაწარმოების რეპროდუცირება ან/და გავრცელება, რომელიც დაცულია საკუთრების უფლებით/ინტელექტუალური
სამართლით. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი უფლებების მფლობელი პირისგან ან/და შესაბამისი სახელმწიფო
ორგანოს (მათ შორის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის) შეტყობინება წარმოადგენს
მომსახურების მიწოდების შეზღუდვისათვის საკმარისს საფუძველს.
7.2 მომსახურების შეზღუდვა ავტომატურად იწვევს დამატებითი სერვისის შეზღუდვას, თუ ასეთი დამატებით
სერვისის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7.3 REHOST_ის მიერ გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ჩაითვლება მიღებულად, გაგზავნის ფაქტის
დადასტურების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, აბონენტის მიერ მოხდება თუ არა ასეთი შეტყობინების შინაარსის
ფიზიკურად მიღება/წაკითხვა/მოსმენა.
7.4 მომსახურების მიწოდება განახლდება დავალიანების სრულად დაფარვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან
შეზღუდვის სხვა საფუძვლის აღმოფხვრიდან 24 საათის განმავლობაში. თუ დავალიანების დაფარვა აისახება
7.5 მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის სააბონენტო ანგარიშზე არსებული და გაუხარჯავი თანხის დაბრუნება. მომხმარებელს თანხა დაუბრუნდება მოთხოვნიდან 30 დღის განმავლობაში, დავალიანების და მომსახურების ხარჯების გამოკლებით.
8. გადახდა
8.1. არსებული მომხმარებელი ვალდებულია 3 დღის განმავლობაში მოახდინოს სერვისის საფასურის გადახდა მიწოდებული ინვოისის შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება მისი ანგარიშის შეჩერება გადახდამდე. გადაუხდელობის შემთხვევაში მოხდება ანგარიშის გაუქმება 3 კვირის შემდეგ გაფრთხილების გარეშე.
8.2. REHOST ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს მოთხოვნილი სერვისი თანხის ჩარიცხვიდaნ არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა.
8.3. მომხმარებელი ვალდებულია მისი გადახდის მონაცემები იყოს მუდმივად განახლებული.
8.4. მხარეებს შორის ხელშეკრულება იდება 1 წლის ვადით და გრძელდება ავტომატურად შემდეგ წელს.
8.5. ჩვენი მომსახურება არის ყოველდღიური და ინვოისიც არის თვის ჭრილში გარდამავალი, ამის გამო მომსახურებაზე ანგარიშ ფაქტურას მიიღებთ ინვოისის შესაბამისად.
8.6. იურიდიული პირების რეგისტრაციისას აუცილებელია კომპანიის დასახელების და საიდენტიფიკაციო კოდის მითითება შესაბამის ველებში.
8.7. საბანკო გადმორიცხვის შემთხვევაში გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითეთ ინვოისის ნომერი.
8.8. თახნის უკან დაბრუნების ვალდებულებას ვიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვერ მიიღეთ წინასწარ განსაზღვრული სერვისი ან მიღებული სერვისი არ შეესაბამება აღწერასა და მოცემულ ინფორმაციას.
9. წესების და პირობების შეცვლა მიწოდებული სერვისების შესახებ
9.1. REHOST იტოვებს უფლებას შეცვალოს მომსახურების წესები და პირობები. ყველა მომხმარებელი ექვემდებარება საიტზე გამოქვეყნებულ წესებს და პირობებს.