ვირტუალური კომპიუტერი
ღრუბლოვანი ვირტუალური კომპიუტერი RDP მხარდაჭერით და 24x7 ხელმისაწვდომობით ნებისმიერი ადგილიდან

პაკეტები და კონფიგურაცია
საბაზისო
-
CPU: 4 vCPU
-
RAM: 4 GB DDR4
-
Disk: 250 GB NVMe SSD
-
ინტერნეტის სისწრაფე: 200 Mb/s
-
გამოყოფილი IP მისამართი
-
ოპერაციული სისტემა:Windows Server 2016-2025Windows 10 Pro / Windows 11 Pro
კლასიკი
-
CPU: 4 vCPU
-
RAM: 8 GB DDR4
-
Disk: 450 GB NVMe SSD
-
ინტერნეტის სისწრაფე: 300 Mb/s
-
გამოყოფილი IP მისამართი
-
ოპერაციული სისტემა:Windows Server 2016-2025Windows 10 Pro / Windows 11 Pro
ბიზნესი
-
CPU: 6 vCPU
-
RAM: 12 GB DDR4
-
Disk: 700 GB NVMe SSD
-
ინტერნეტის სისწრაფე: 500 Mb/s
-
გამოყოფილი IP მისამართი
-
ოპერაციული სისტემა:Windows Server 2016-2025Windows 10 Pro / Windows 11 Pro
დელუქსი
-
CPU: 8 vCPU
-
RAM: 16 GB DDR4
-
Disk: 1000 GB NVMe SSD
-
ინტერნეტის სისწრაფე: 1000 Mb/s
-
გამოყოფილი IP მისამართი
-
ოპერაციული სისტემა:Windows Server 2016-2025Windows 10 Pro / Windows 11 Pro
რა არის ვირტუალური კომპიუტერი
ვირტუალური კომპიუტერი (RDP, DaaS) — ეს არის სრულფასოვანი Windows კომპიუტერი, რომელიც მუშაობს ჩვენს ქლაუდ სერვერებზე.
ის ხელმისაწვდომია 24/7, ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერი მოწყობილობიდან, სადაც კი ინტერნეტია.
თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივად დაუკავშირდეთ ვირტუალურ კომპიუტერს ნებისმიერ დროს და იმუშაოთ ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივ კომპიუტერზე, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობით:
ვირტუალური კომპიუტერის უპირატესობები
1. არ ხარჯავს თქვენი მოწყობილობის რესურსს
ვირტუალური კომპიუტერი სრულად მუშაობს ჩვენს სერვერებზე.
ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი თუნდაც სუსტი ან ძველი მოწყობილობებით – კომპიუტერი, ლეპტოპი, Mac, Android, Linux და ა.შ.
2. ყოველთვის ჩართულია (24×7)
თქვენი ვირტუალური კომპიუტერი მუდმივად მუშაობს და მზად არის გამოსაყენებლად ნებისმიერ დროს – უბრალოდ უნდა დაუკავშირდეთ.
3. ხელმისაწვდომია ყველგან
საკმარისია ინტერნეტი, და შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სახლიდან, ოფისიდან, სხვა ქალაქიდან ან ქვეყნიდანაც კი.
4. მოქნილი და მარტივია
მარტივად და მყისიერად გაზარდეთ მონაცემები ხელის ერთი დაჭერით, თქვენ არ გჭირდებათ რეგულარულად კომპიუტერის ნაწილების განახლება და გაძლიერება.
ხშირად დასმული კითხვები
რა მჭირდება ვირტუალური კომპიუტერის გამოსაყენებლად?
თქვენ გჭირდებათ მხოლოდ ინტერნეტი და ნებისმიერი სმარტ მოწყობილობა:
კომპიუტერი, ლეპტოპი, ტელეფონი, პლანშეტი, Mac, Android, Linux, iOS – გამოგადგებათ ნებისმიერი სმარტ მოწყობილობა რომელსაც ინტრნეტი აქვს.
რადგან ყველაფერი ჩვენს სერვერზე ხდება, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სუსტი და მოძველებული კომპიუტერი/ტელეფონი და მაინც გაუშვათ მძიმე და დიდი პროგრამები ყოველგვარი შეფერხების და გაჭედვის გარეშე.
როგორ ხდება დაკავშირება?
დაკავშირებისთვის თქვენ იყენებთ სპეციალურ პროგრამას – RDP აპლიკაციას.
Windows-ს უკვე აქვს ჩაშენებული RDP პროგრამა, მისი პოვნა ამ სახელით შეგიძლიათ: Remote Desktop Connection.
Mac-ზე, Linux-ზე, Android-ზე და iPhone-ზე/iPad-ზე კი მარტივად ჩამოტვირთავთ სასურველ RDP აპლიკაციას App Store/Play Store-დან.
სერვისის შეძენის შემდეგ თქვენ მიიღებთ კავშირისთვის საჭირო პარამატრებს – IP მისამართი, მომხმარებლის სახელი და პაროლი.
რა სისწრაფის ინტრნეტი მჭირდება?
ნებისმიერი საშუალო/სტანდარტული სისწრაფის ინტერნეტი სავსებით საკმარისია.
თქენ ინტერნეტს იყენებთ მხოლოდ ვირტუალურ კომპიუტერთან დასაკავშირებლად, ფაილების გადმოწერა, ატვირთვა და სხვა მოქმედებები ხდება ჩვენი სერვერის ინტერნერის მეშვეობით რომლის სისწრაფეც 200 Mb/s_დან 1 GB/s წამამდე მერყეობს პაკეტის მიხედვით.
რამდენად უსაფრთხოა ვირტუალური კომპიუტერი და RDP კავშირი?
ვირტუალური კომპიუტერი და RDP პროტოკოლი მაქსიმალურად უსაფრთხოა და ყველა რისკი მინიმუმამდე არის დაყვანილი.
თქვენი ვირტუალურ კომპიუტერთან დაკავშირება ხდება RDP პროტოკოლით რომელიც Microsoft_ის ოფიციალური და რეკომენდირებული გზაა, ის იყენებს უსაფრთხო დაშიფრულ კავშირს.
თქვენი ყველა მონაცემის და სრული კომპიუტერის ასლი იქმნება ყოველდღე ავტომატურ რეჟიმში და ინახება ბოლო 30 დღის მონაცემები 7 სხვადასხვა ლოკაციაზე – თქვენ 100% დაცული ხართ მონაცემების დაკარგვისგან!
რა გამოყენებისთვის არის შესაფერისი?
ვირტუალური კომპიუტერი შესაფერისია ნებისმიერ სამუშაოსა თუ აქტივობაში რასაც არ ჭირდება მაღალი გრაფიკული მონაცემები (GPU) ან ძალიან სწრაფი გადაცემა ნულოვანი დაყოვნებით(Ping).
შესაფერისია: საოფისე სამუშაო, ინტერნეტ ბრაუზინგი, Microsoft Word, Excel, PowerPoint, Teams, Zoom და სხვა პროგრამები რომლებსაც ჭირდება მხოლოდ CPU & RAM.
რადგან ვირტუალურ კომპიუტერს არ გააჩნია ვიდეო ბარათი(GPU) ის არ არის შესაფერისი გეიმინგისთვის, ვიდეო და ფოტო ედითინგისთვის და სხვა საქმიანობისთვის რაც ძლიერ გრაფიკულ დამუშავებას საჭიროებს.
როგორია მუშაობის გამოცდილება?
მუშაობის გამოცდილება არის ზუსტად ისეთი, როგორც ჩვეულებრივ Windows კომპიუტერზე:
თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ საჭირო პროგრამები, გამოიყენოთ ნებისმიერი ბრაუზერი, Excel, Word…
ყველა ღილაკი თუ შორთქათი ფუნქციონირებს სტანდარტულად, დაყოვნება კი სრულიად შეუმჩნეველია.
რა მოხდება თუ ინტერნეტი გამეთიშება?
თქვენი ინტერნეტის ან კომპიუტერის გათიშვით ვირტუალური კომპიუტერი არ ითიშება – უბრალოდ კავშირი წყდება, ყველა მიმდინარე პროცესი კი ჩვეულებრივ გრძელდება.
როგორც კი ინტერნეტი დაგიბრუნდებათ, ისევ დაუკავშირდებით და ყველაფერი ზუსტად ისე დაგხვდებათ, როგორც დატოვეთ.
სად ინახება ფაილები?
ყველა გადმოწერილი ფაილი თუ პროგრამა ინახება ვირტუალურ კომპიუტერში თქვენს დისკზე, ჩვენს სერვერზე.
მონაცემები არ იკარგება და ნებისმიერ დროს შეიძლება გადატანა თქვენს ლოკალურ კომპიუტერში ან სხვა ვირტუალურ კომპიუტერში.
შეიძლება ერთ ვირტუალურ კომპიუტერს რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდეს?
დიახ, ერთ ვირტუალურ კომპიუტერთან შესაძლებელია ულიმიტო რაოდენობის ერთდროული კავშირი რაც საშუალებას გაძლევთ რომ ერთი კომპიუტერი გაუზიაროთ ბევრ ადამიანს, მისცეთ ცალ-ცალკე მომხმარებლები და ყველამ ერთდროულად იმუშაოს მხოლოდ ერთ კომპიუტერში.
გაითვალისწინეთ რომ ერთდროული კავშირი შესაძლებელია მხოლოდ Windows Server ოპერაციული სისტემის შემთხვევაში. Windows 10/11 Pro საშუალებას ფაძლევთ გქონდეთ მხოლოდ ერთი აქტიური RDP სესია.
რა პროგრამების ჩაწერა შემიძლია?
ვირტუალურ კომპიუტერზე შეგიძლიათ ჩაწეროთ ნებისმიერი პროგრამა რაც თავსებადია Windows OS-თან და მუშაობს ჩვეულებრივ კომპიუტერზე.
სერვისის შეკვეთისას იღებთ სტანდარტულ ვირტუალურ დესკტოპს რომელზეც მხოლოდ სტანდარტული პროგრამებია ჩაწერილი.
წინასწარი მოთხოვნის საფუძველზე შეგვიძლია ჩავწეროთ ისეთი პოპულარული პროგრამები როგორიცაა: Chrome, Excel, Word, Powerpoint, Zoom, Brave Browser, Mozilla Firefox, Teams, Outlook, Slack, Skype, WhatsApp…