ეს საიტი ასევე ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე. გახსენით ინგლისურად
კატეგორიები და სარჩევი
WordPress 2 წუთის საკითხავი 3 ნახვა განახლდა 24/10/2026

ქართული ფონტები WordPress-ში — Georgian Fonts პლაგინი

რა არის Georgian Fonts?

Georgian Fonts – ქართული ფონტები RE:HOST-ის მიერ შექმნილი უფასო WordPress პლაგინია, რომელიც თქვენს საიტს 180-ზე მეტ ქართულ ფონტს ამატებს. ყველა ფონტი ოპტიმიზებული და შეკუმშულია ვებისთვის განკუთვნილ woff2 ფორმატში. პლაგინი განთავსებულია ოფიციალურ WordPress.org-ის პლაგინების კატალოგში და მუშაობს ნებისმიერ ჰოსტინგზე — არა მხოლოდ RE:HOST-ზე.

მოთხოვნები

  • WordPress 5.0 ან უფრო ახალი ვერსია
  • PHP 7.2 ან უფრო ახალი ვერსია

მონაცემები შეესაბამება პლაგინის 1.8.0 ვერსიას. უახლესი თავსებადობის ინფორმაცია ყოველთვის მითითებულია პლაგინის გვერდზე WordPress.org-ზე.

ინსტალაცია

  1. შედით WordPress-ის ადმინ პანელში და გადადით Plugins → Add New.
  2. საძიებო ველში ჩაწერეთ Georgian Fonts.
  3. იპოვეთ პლაგინი „Georgian Fonts – ქართული ფონტები“ (ავტორი: REHOST) და დააჭირეთ Install Now.
  4. ინსტალაციის დასრულების შემდეგ დააჭირეთ Activate.

ალტერნატიულად, შეგიძლიათ პლაგინის საქაღალდე ხელით ატვირთოთ /wp-content/plugins/ დირექტორიაში და შემდეგ გაააქტიუროთ Plugins გვერდიდან.

ფონტების მინიჭება საიტის ელემენტებზე

აქტივაციის შემდეგ ადმინ პანელში გამოჩნდება გვერდი Set Fonts. აქ ნებისმიერი ქართული ფონტი შეგიძლიათ მიანიჭოთ საიტის ძირითად ელემენტებს — სათაურებს, პარაგრაფებს, ბმულებს — თემის კოდის რედაქტირების გარეშე.

Elementor და WPBakery

Elementor-ის გამოყენებისას ფონტები აქტივაციისთანავე ჩნდება ტიპოგრაფიის (Typography) პარამეტრებში, ჯგუფში „Georgian – ქართული“, თითოეული ფონტის გადახედვით. პლაგინი ასევე მხარს უჭერს WPBakery Page Builder-ს.

ფონტების წყარო: CDN თუ ლოკალური

ნაგულისხმევად ფონტები RE:HOST-ის CDN-იდან იტვირთება. Set Fonts გვერდზე შეგიძლიათ აირჩიოთ ლოკალური საქაღალდეც — ამ შემთხვევაში ფონტები თქვენივე სერვერიდან მიეწოდება და ჩატვირთვის სიჩქარე თქვენი ჰოსტინგის წარმადობაზეა დამოკიდებული.

შეანელებს თუ არა საიტს?

პლაგინი მხოლოდ იმ ფონტებს ტვირთავს, რომლებსაც რეალურად იყენებთ, და ტვირთავს მათ ასინქრონულად. მაინც გირჩევთ, ერთ საიტზე ორ-სამ ფონტზე მეტი არ გამოიყენოთ — ყოველი დამატებითი ფონტი გვერდის ზომას ზრდის.

საკუთარი ფონტის დამატება

თუ სასურველი ქართული ფონტი პლაგინში ჯერ არ არის, დაგვიკავშირდით — განვიხილავთ მის დამატებას, თუ ფონტი მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

WordPress ჰოსტინგი RE:HOST-ზე

Georgian Fonts ნებისმიერ WordPress საიტზე მუშაობს. თუ საიტისთვის ჰოსტინგს ეძებთ, RE:HOST-ის WordPress ჰოსტინგი მოიცავს LiteSpeed ვებსერვერს, WP Toolkit-ს, staging ასლს და ბექაპებს, ხოლო განახლებებსა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა შეგიძლიათ WP Care-ს მიანდოთ.

სასარგებლო იყო ეს სტატია?

მადლობა თქვენი გამოხმაურებისთვის!


კვლავ გჭირდებათ დახმარება?

თუ სტატიამ ვერ დაგეხმარათ, ჩვენი გუნდი მზადაა დაგეხმაროთ.

ბილეთის გახსნა